,, როცა უფალი იესო ქრისტე შედიოდა იერუსალიმში მთელი მოსახლეობა ელოდა იმას, რომ უფალი ქრისტე დაჯდებოდა ტახტზე დავითისასა. მიწიერ მეფეს ელოდნენ ისინი, მაგრამ იესო ქრისტე ტიროდა, იმიტომ, რომ ეს იყო შესვლა იერუსალიმში და ეს იყო სიკვდილთან შეხვედრა. უფალმა იცოდა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ სიკვდილი ელოდა. ვრწმუნდებით იმაში, რამდენად სუსტია ადამიანი, სიკეთე და ბოროტება რამდენად ახლოსაა ერთმანეთთან და როგორ უჭირს ადამიანს ბოროტების დათმობა და სიკეთის კეთება. ხალხი ღაღადებდა და ამბობდა "კურთხეულ არს მომავალი სახელისა უფლისათა. უფალმა იცოდა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ იგივე ხალხი იყვირებს, ჯვარს აცვი იესო. ასეთი ცვალებადია ადამიანი, როგორც ამბობს დავით წინასწარმეტყველი – ყოველი კაცი ცრუ არს. და აი ჩვენ შევთხოვთ უფალს, ეს სიხარული გაგვიგრძელოს. ამ სიხარულის შემდეგ მართალია, ჯვარცმა მოდის, თუმცა ჯვარცმის შემდეგ აღდგომა და ამაღლებაა", - ბრძანა პატრიარქმა.
ქადაგების შემდეგ უწმინდესმა ბზა აკურთხა და აღნიშნა, რომ მარხულთათვის ხარების დღესასწაული თევზით ხსნილი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები