შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ამ დრომდე ეძებენ ბორჯომში მცხოვრებ შალვა აბულაძეს, რომელიც ლიკანში პოლიციის თანამშრომლის გიორგი ბერუაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილია.
გიორგი ბერუაშვილი 23 იანვარს, ლიკანში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პატრულირებისას, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა, ბორჯომში მცხოვრებმა, 1977 წელს დაბადებულმა შალვა აბულაძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრა. ლიკანში მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი მეორე პოლიციელის გიორგი მახარაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამჟამად ის აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადის მკურნალობას. პოლიციელებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ბორჯომის რაიონულ საავადმყოფოში ჩაუტარდათ, თუმცა ერთ-ერთი დაჭრილის გიორგი ბერუაშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მასალის გამოყენების პირობები






