რაც შეეხება შალვა აბულაძეს, ის 1977 წელსაა დაბადებული. სასჯელს მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის ქონისა და მარიხუანას მოხმარებისთვის იხდიდა. სასამართლომ მას 20 წელი მიუსაჯა. თუმცა, ჯერ ამნისტიით სასჯელი 8 წლამდე შეუმცირდა, შემდეგ კი უდოს დასკვნით პატიმარმა სასჯელაღსრულების დაწესებულება 7 წელში დატოვა.
ლიკანში მომხდარი ფაქტის შემდეგ აბულაძის და სალომე აბულაძე აცხადებდა, რომ მის ძმას ფსიქიკური პრობლემები აქვს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მას ციხის დატოვების შემდეგ დაეწყო.
შეგახსენებთ, რომ ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ორი პოლიციელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს მოქალაქე, რომელმაც გაუფრთხილებლად ესროლა მათ. დაჭრილი პოლიციელი ბექა მარგიშვილი გუშინ გვიან ღამით გარდაიცვალა, ხოლო დაჭრილი დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. იგი იმყოფება ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე. იგი ექიმების მუდმივი ყურადღების ქვეშაა.
მასალის გამოყენების პირობები






