რა სიმპტომბი ახასიათებს სინუსიტს და როგორ უნდა ვუმკურნალოთ? - ამას ,,ექიმები“ კვირას 18:00 საათიანი ,,კურიერის“ დამთავრებისთანავე გვეტყვიან. გადაცემის სტუმარი კი ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი, ოტორინოლარინგოლოგი გიშა თოფურია იქნება, რომელმაც ექიმებთან ერთად სინუსიტის მკურნალობის მეთოდებზე ისაუბრა. თქვენ მოისმენთ ყველა ამომწურავ პასუხს - რამდენად მძიმე შედეგები შეიძლება გამოიწვიოს სინუსტმა და რა მეთოდებით დავძლიოთ ის.
კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და ყველა ოჯახისთვის საინტერესო თემა ესაა სასის ნუშურა ჯიკვლები, ანუ გლანდები. ალბათ ვიცით, გლანდები ჩვენი პატარების ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, და არა მხოლოდ პატარების, ხშირად მოზრდილ ასაკშიც უწევთ გლანდების ოპერაციის გაკეთება. გლანდების და ნაყინის კავშირზეც გვსმენია - გადაცემის მეორე ნაწილში სწორედ ამ თემაზე ისაუბრებენ რუსთავი 2-ის ექიმები ოტორინოლარინგოლოგ გიორგი გოგნიაშვილთან ერთად და ჩვენ დეტალურად შევიტყობთ ყველაფერს გლანდების შესახებ - როდის უნდა გავკეთოთ ჩვენს პატარებს გლანდების ოპერაცია, როდის ხდება ნუშურა ჯიკვლები საშიში და როდისაა მისი ამოჭრა აუცილებელი და საეთრთოდ, რისთვის არსებობს გლანდები და რაში მდგომარეობს მისი აუცილებლობა. ადამიანის ყველა ორგანოს ხომ თავისი ფუნქცია აქვს?
მასალის გამოყენების პირობები