პანკისელი 16 წლის ახალგაზრდას მიერ საზღვრის გადაკვეთის ფაქტს შსს-ს გენერალური ინსპექცია შეისწავლის.
ამის შესახებ „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს,
"საუბარია 2 პირზე, რომელთაგან ერთი არის 18 წლის ანუ სრულწლოვანი. მას შეეძლო საზღვარი ID ბარათით გადაეკვეთა და ამაში კანონდარღვევა არ არის. რაც შეეხება მეორე პირს, ის 16 წლის იყო, რომელმაც საზღვარი გადაკვეთა და ეს იყო დარღვევა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ დაშვებული შეცდომა, რომელსაც გენერალური ინსპექცია აუცილებლად შეისწავლის", - აცხადებენ შსს-ში.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პანკისის ხეობიდან სირიაში საბრძოლველად კიდევ ორი ახალგაზრდა წავიდა. ოჯახის წევრების განცხადებით, 16 და 18 წლის არასრულწლოვნებმა თურქეთ-სირიის საზღვარი 2 დღის წინ გადალახეს, რის შესახებაც მათ სოციალური ქსელში ახალგაზრდების მიერ გამოქვეყნებული სტატუსიდან გუშინ შეიტყვეს.
მასალის გამოყენების პირობები






