საქალაქო სასამართლო ნარკოდანაშაულის ამნისტიას განმარტავს
სამართალი - 15:57, 07 Feb, 2013     529

"2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად:

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება), 261-ე მუხლის მე-3 ან/და მე-4 ნაწილით (ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება გასაღების ნიშნით, ამასთანავე, პირი არ უნდა იყოს ადრე ნასამართლევი განზრახი დანაშაულისათვის, გარდა ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც ასევე არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით;
მიუხედავად ნასამართლობისა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ასევე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება ).

რაც შეეხება ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლს, აღნიშნული მუხლი ეხება იმ შემთხვევას, როდესაც პირი დანაშაულთა ერთობლიობით არის ბრალდებული ან მსჯავრდებული, როგორც საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, ასევე საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლით, რაც წარმოადგენს საქართველოში ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონოდ შემოტანას, საქართველოდან უკანონოდ გატანას ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვას. აღნიშნული კატეგორიის მსჯავრდებულები და ბრალდებულები, მიუხედავად ნასამართლობისა ან გასაღების ნიშნისა სრულად თავისუფლდებიან საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ხოლო 262-ე მუხლზე ვრცელდება მხოლოდ დანიშნული სასჯელის ¼-ით შემცირება.

ანალოგიური დათქმაა ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლში, საქართველოს სსკ-ის 261-ე და მუხლის და 263-ე მუხლის ერთობლიობის დროს, რომელიც შეეხება ფსიქოტროპულ და ძლიერმოქმედ ნივთიერებებს, ამ შემთხვევაშიც პიპირი სრულად თავისუფლდება 261-ე და მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ხოლო 263-ე მუხლზე ვრცელდება მხოლოდ დანიშნული სასჯელის ¼-ით შემცირება.
გაცნობებთ, რომ 2013 წლის 6 თებერვლის მდგომარეობით თბილისის საქალაქო სასამართლოში სულ შემოსულია 22.585 ამნისტიის საქმე, მათ შორის სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან შემოვიდა 8.307 ამნისტიის საქმე, პრობაციის ბიუროდან 13.296 საქმე და პროკურატურიდან ძებნილების მიმართ ამნისტიის 982 საქმე.

ამ ეტაპზე სასამართლომ განიხილა და შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებასა და პრობაციის ბიუროში გადაგზავნილია 5516 ამნისტიის საქმე.
2012 წლის 28 დეკემბრის "ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონი" სხვადასხვა ფორმით, თითქმის ყველა ბრალდებულს და მსჯავრდებულს ეხება, ვისც დანაშაული 2012 წლის 2 ოქტომბრამდე ჩაიდინა, გარდა უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულებისა", -ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42