კენიის ჩრდილოეთ ნაწილში, სომალის საზღვართან ახლოს, ქალაქ გარისას საუნივერსიტეტო კომპლექსზე, მომხდარი თავდასხმის გამო, პოლიციამ 5 პირი დააკავა.
გარისას უნივერისტეტს , სომალისტური ისლამისტური დაჯგუფება, „ალ-შაბააბის“ წევრები თავს 2 აპრილს დაესხნენ და მძევლად სტუდენტები აიყვანეს.
რამდენიმე სტუდენტმა ტყვეობიდან თავის დაღწევა და გაქცევა შეძლო. მათი თქმით, ტერორსტებმა ყველა ქრისტიანი სტუდენტი მოკლეს, რომლებმაც ყურანის ციტირება ვერ შეძლეს.
კენიის პოლიციამ, დღის ბოლოს სპეცოპერაცია დაიწყო. მათ, ოთხივე თავდამხსმელის ლიკვდიდაცია მოახერხეს.
დაჯგუფება, "ალ-შაბააბის" ლიდერებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის მიზეზი მათ წინააღმდეგ ბრძოლაში კენიის მონაწილეობაა.
მომხდარის გამო ქალაქ გარისასა და კენიის კიდევ რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






