ბესო ხარძიანის პატიმრობის აქამდე უცნობი დეტლები - მოროშკინა მაღალჩინოსნებს ასახელებს
სამართალი - 23:43, 03 Apr, 2015     3931
სასჯელახღსრულების მინისტრის ყოფილმა მრჩეველმა გარდაცვლი ბესიკ ხარძიანის მეუღლის წერილი გაასაჯაროვა და ბესიკ ხარძიანზე პატიმრობის დროს განხორციელებული ზეწოლის შესახებ ისაუბრა. ლალი მოროშკინას თქმით, ბესიკ ხარძიანის საქმეზე პროკურატურაში შეტანილი იყო სხვადასხვა სახის მტკიცებულებები, მაგრამ საქმეს მსვლელობა არ მიეცა, რის გამოც ბესიკ ხარძიანი ნაწყენი იყო.

მოროშკინამ აღწერა ბესიკ ხარძიანის პატიმრობის დროს მასზე განხორციელებული დეტალები და კონკრეტული გავრები დაასახელა.

„ჩემთვის ეს არის ყველაზე რთული ეთერი, მე აქ ვარ როგორც ჭირისუფალი და ამავე დროს იმ მონიტორინგის წევრი, რომელიც მუშაობდა ბესოს საქმესთან დაკავშირებით.

ხელში მიჭირავს წერილი, რომელიც დასაფლავების დღეს ბესოს მეუღლემ ეკა ნონიკაშვილმა მომაწოდა და მთხოვა გამევრცელებინა. ეკა პასუხისმგებლობას ბესოს საქმის მოსამართლეს და პროკურორს, ლელა ნოზაძეს და დავით მესტვირიშვილს აკისრებს, „საოცარი იყო იყო ბესოს პროცესი და საოცარი იყო თუ რამდენჯერ გადიოდენ ეს ადამიანები ტელეფონზე სალაპარაკოდ და როგორი ცინიზმით მიიღეს ბესოს ციხეში გაშვების გადაწყვეტილება, პირველად მაშინ მოკლეს ბესო, როდესაც ჩაქუჩი დაარტყეს და უდანაშაულო ადამიანი ციხეში გაუშვეს.“-აცხადებს ეკანონიკაშვილი.

რა ხდება ბესოს დაკავების შემდეგ ციხის ტერიტორიაზე,.. ისინი გარიგებულები იყვნენ ციხის რეჟიმთან. სადაც იწუყება ეგზეკუცია, ბესოს ყოველ დღე 2 თვის განმავლობაში სცემენ და ურტყამენ, ხოლო მასზე კამერაში მუშაობს თანამესაკნე ოლეგ რამიშვილი. ეს არის ადამიანი, რომელიც აიძულებს ბესოს, რომ 80 ათასზე ეთამაშოს მას, ეს იყო ის დრო, როდესაც ბანქო და კარტი წაროუდგენელი იყო საპატიმროში, ეს იყო თამაში, რომელიც ადმინისტრაციისგან იყო ხელდასმული და ბესოს ეს თანხა წააგებინეს. ბესო ურეკავს ეკას და ეუბნება რომ ქონება არავის გადაუფორმოს. ბესოს ამის შემდეგ სასტიკად უსწორდებიან უდესიანის სახელით, გაყავთ დერეფანში და და გაუპატიურებით ემუქრებიან, მიათრევენ მას დერეფანში და ამ დროს ბესო იწყებს ყვირილს, იწყება მხარდაჭერა სხვა პატიმრების მიერ ბესოს მისამაასრთით და იყო საშიშროება, რომ ყველაფერი ბუნტში გადაზრდილიყო, რამაც იმ დროს გადაარჩინა ბესო.

ოლეგ რამიშვილი, რომელიც გამოდის ამნისტიციის შედეგად, აძლევს ჩვენებას პროკურატურას, თუ როგორ წააგებინა მან ბესოს და როგორ დათმობინეს კუს ტბის წილები, თუ როგორ ხდებოდა ამ ყველაფრის გარჩევა, ჭაკუას თანდასწრებით, მან ბოდიში მოუხადა ბესოს ოჯახს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ამის შემდეგ ის ხვდება საოცარ ავტოკატასტროფაში და ადგილზე გადაიცვალა. რჩება მეორე ადამიანი და მე შეგნებულად არ ვასახელებ მის ვინაობას, ეს არის ახალგაზრდა, რომელსაც ჰყავს პატარა შვილი და როდესაც გამოვიდა იგი ციხიდან მანაც მოუბოდიშა ბესო ხარძიანის ოჯახს და პატიება სთხოვა. ეს ჩვენება გვაქვს დეპარტამენტში, იმიტომ რომ ჩვენ მაშინვე გადავუგზავნეთ პროკურატურას და ამიტომ აღარ შეეშინდეს მას ხელმეორედ გამოჩენის. ეს არის ადამიანი, რომელიც ურტყამდა ბესო ხარძიანს,მაგრამ ბესოს ოჯახმა მას ეს ყველაფერი აპატია მას შემდეგ, რაც მან ბოდიში მოიხადა.

ციხეში მომხდარი ცემა-ტყეპის შემდეგ, დაუძლურებული ბესო აიყვანეს ციხის დირექტორის კაბინეტში, სადაც შემდგარ საუბარს ესწრებოდენ ყაჭეიშვილი, ჭაკუა, ქილერა-იგივე ალექსანდრე მუხაძე, უდესიანი, გაგა მკურნალიძე და ეს თანამესაკნე, რომელზეც მე ვსაუბრობ. აძლევდნენ მას ვისკდს და ეუბნებოდენ ეხლა მაინც თუ გატყდებოდა. ბესოს მეუღლეს მეუღლეს აქვს ყველა გადარიცხვა რომელსაც ურიცხავდა ბესოს თანამესაკნეს ოლეგ რამიშვილს. იმიტომ რომ ეს ხდებოდა მუდმივი ზეწლის შედეგად და ეს ყველაფერი დევს პროკურატურაში, მაგრამ ამას რეაგირება არ მოყოლია და ამის გამო ბესო იყო ძალიან ნაწყენი,“-განაცხადა ლალი მოროშკინამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42