გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით გამარჯვების აღნიშვნა ნაადრევია.
მისი თქმით, მთავარი არა შეთანხმების მიღწევა, არამედ მისი შესრულებაა.
გაფრთხილებები გაისმა პარიზიდან და ლონდონიდანაც. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, დევიდ კემერონის განცხადებით, სანქციები მანამ არ მოიხსნება, სანამ ირანი ხელშეკრულებით ნაკის ვალდებულებებს არ შეასრულებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა კი განაცხადა, რომ ირანია და „ექვსეულის“ მოლაპარაკება, საბოლოო შედეგზე დადებითად იმოქმედებს.
შეგახსენებთ, შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთისა და ჩინეთის დელეგაციები ირანთან ბირთვული პროგრამის შეზღუდვასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევას 2 კვირა ცდილობდნენ.
დღეს კი, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გამდიდრებული ურანის დიდ ნაწილს, ირანი ქვეყნის ტერიტორიიდან გაიტანს.ამასთანავე, ირანში გამდიდრებული ურანის მწარმოებელი მხოლოდ ერთი ქარხანა დარჩება, რომელიც მხოლოდ სამოქალაქო მიზნებისთვის უნდა იქნეს გამოყენებული. დანარჩენები კი კვლევით ცენტრებად გარდაიქმნება.ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში, დასავლეთი ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გააუქმებს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






