ადამიანის უფლებათა დამცველის, მიხეილ ფედოტოვის განცხადებით, მოსალოდნელი სიკვდილის შესახებ, რუსეთის პატიმრობაში მყოფი, უკრაინელი პილოტი ნადეჟდა სავჩენკო მას პირველად ესაუბრა.
„დღეს პირველად მოვისმინე მისგან სიკვილზე საუბარი. ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რათა მისი განწყობა შევცვალოთ“- განაცხადა მან.
კიდევ ერთი უფლებადამცველის, ელიზავეტა გლინკას განცხადებით, სავჩენკოს მდგომარეობა იმაზე უკეთესია, ვიდრე ბოლო ვიზიტისას იყო, თუმცა ნორმალურისგან ძალიან შორს არის. გავრცელებული ინფორმაციით, სავჩენკომ ხაჭოს მიღება დაიწყო.
შეგახსენებთ, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი 33 წლის უკრაინელი მფრინავი ქალი, ნადეჟდა სავჩენკო 2013 წლის 17 ივნისს სეპარატისტებმა ტყვედ ჩაიგდეს, რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში დასდეს ბრალი და რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცეს. მას შემდეგ სავჩენკო პატიმრობაში იმყოფება.
გაეროს, ევროკავშირის, აშშ-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნის მიუხედავად, ჯერჯერობით სავჩენკო კვლავ რუსეთის საპატიმროში იმყოფება.
2014 წლის 13 დეკემბერს, სავჩენკომ გათავისუფლების მოთხივნით შიმშლობა დაიწყო. ჯანმრთელობის მდგოამრეობის უკიდურესად დამძმების გამო, 5 მარტს შიმშლობა შეწყვიტა, თუმცა 10 დღის შემდეგ კვლავ განაგრძო და დღემდე შიმშლობს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






