ამერიკული კომპანია Emotional Brain ირწმუნება, რომ უახლოეს ორ წელიწადში ბაზარზე გამოუშვებს ახალ პრეპარატს Lybridos-ს, რომელიც „ვიაგრას“ ანალოგიური იქნება ქალებისათვის. აღსანიშნავია, რომ პრეპარატი არამარტო ფიზიოლოგიურ ლტოლვაზე მოახდენს ზემოქმედებას, არამედ ქალის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც.
Lybridos-ს ექნება სასიამოვნო, პიტნის არომატი და მისი მიღება უნდა მოხდეს სექსუალურ აქტამდე 1 საათით ადრე.
პრეპარატი შედგება ორი კომპონენტის - ტესტოსტერონისა და ბუსპირონისაგან (შფოთვის საწინააღმდეგო წამლისგან). ორივე ეს კომპონენტი ხელს უწყობს ქალის ორგანიზმში სეროტონინისა და დომაფინის კონცენტრაციას, რომლებიც სიამოვნების შეგრძნებაზეა პასუხისმგებელი. შედეგად „ქალბატონების ვიაგრა“ სასქესო ორგანოებისკენ სისხლის ნაკადის გაზრდით, ზრდის როგორც სექსუალურ მოტივაციას, ასევე ფიზიოლოგიურ ლტოლვას, აგრეთვე მის ტვინს განაწყობს სიამოვნების მიღების აუცილებლობისაკენ.
მასალის გამოყენების პირობები