უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა, ალექსანდრე კვიტაშვილმა, ჯანდაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის დაწყება დააანონსა.
„სამინისტროს სრული რეორგანიზაცია დავიწყეთ. გადავდივართ მუშაობის ახალ ეტაპზე. ჩვენ მიზანია, სამინისტრო ღია, გამჭვირვალე და ადამიანების საჭიროებებზე ორიენტირებული იყოს“ - განაცხადა კვიტაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, იმ თანამშრომლებს, რომლებიც რეორგანიზაციის პროცესში საკუთარ მონდომებას გამოავლენენ და დაამტკიცებენ, რომ მზად არიან ქვეყნის რეფორმირებისთვის აუცილებელი პრინციპებით იხელმძღვანელონ, სამინისტროში დარჩენის შანსი ექნებათ.
კვიტაშვილი, ახალი კადრების აყვანასაც გეგმავს. მისივე თქმით, სამინისტროს ისეთი კადრები სჭირდება, რომლებიც დაუღალავად იმუშავებენ ჯანდაცვის სისტემის გასაუმჯობესებლად. მისისტრის თქმით, ამ შემთხვევაში სამინისტროს „კარი ყველასთვის ღიაა.“
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






