კენიის ჩრდილოეთ ნაწილში, სომალის საზღვართან ახლოს, ქალაქ გარისას საუნივერსიტეტო კომპლექსზე, სომალური ისლამისტური დაჯგუფება „ალ-შაბააბის” თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 174-მდე გაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მათი უმრავლესობა სტუდენტია.
შეგახსენებთ, გარისას უნივერისტეტს შეიარაღებული პირები თავს გუშინ დილით დაესხნენ და მძევლად 500-მდე სტუდენტიაიყვანეს.
რამდენიმე სტუდენტმა ტყვეობიდან თავის დაღწევა და გაქცევა შეძლო.
ადგილობრივი მედიის ცნობით, შენობიდან სროლის ხმა ისმოდა, შეინიშნებოდა კვამლიც. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ქრისტიანი მძევლები ცალკე გაიყვანეს და დახოცეს.
კენიის პოლიციამ, დღის ბოლოს სპეცოპერაცია დაიწყო. მათ, ოთხივე თავდამხსმელის ლიკვდიდაცია მოახერხეს.
დაჯგუფება, "ალ-შაბააბის" ლიდერებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის მიზეზი მათ წინააღმდეგ ბრძოლაში კენიის მონაწილეობაა.
მომხდარის გამო ქალაქ გარისასა და კენიის კიდევ რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






