ირანმა და „ექვსეულმა“, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ძრითად საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიეს.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ გამდიდრებული ურანის დიდ ნაწილს, ირანი ქვეყნის ტერიტორიიდან გაიტანს.
ამასთანავე, ირანში გამდიდრებული ურანის მწარმოებელი მხოლოდ ერთი ქარხანა დარჩება, რომელიც მხოლოდ სამოქალაქო მიზნებისთვის უნდა იქნეს გამოყენებული. დანარჩენები კი კვლევით ცენტრებად გარდაიქმნება.
ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინის განცხადებით, მონიტორინგი შეთანხმების პირობების შესრულებაზე 10 წლის განმავლობაში ჩატარდება და იმ შემთხვევაში, თუ თეირანი აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს, ევროკავშირი და აშშ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გააუქმებს.
შეგახსენებთ, შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთისა და ჩინეთის დელეგაციები ირანთან ბირთვული პროგრამის შეზღუდვასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევას 2 კვირა ცდილობდნენ.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






