ფრანგმა მაშველებმა, საფრანგეთის ალპებში ჩამოვარდნილი, კომპანია "ჯერმანვინგის“ თვითმფრინავის - „ეარბას A320-ის“ მეორე შავი ყუთი იპოვეს.
ამის შესახებ, განცხადება მარსელის პროკურორმა, ბრის რობენმა გააკეთა.
მისი თქმით, შავი ყუთის გაშფვრა ექსპერტებმა უკვე დაიწყეს.
შეგახსენებთ, საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში ავიაკომპანია „ლუფთანზას“ შვილობილი კომპანიის "ჯერმანვინგის" კუთვნილმა თვითმფრინავმა კატასტროფა 24 მარტს განიცადა. თვითმფრინავი, Airbus A320, რომელიც ბარსელონადან დიუსელდორფის მიმართულებით მიფრინავდა, ზემო პროვანსის ალპების ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ბორტზე 15 ქვეყნის მოქალაქე 150 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. მაშველებმა ყველა გარდაცვლილის ცხედრის აღმოჩენა, დღეს დაასრულეს.
გამოძიება, დამხმარე პილოტის, ანდრეას ლუბიცის ბრალეულობაზე, პირველი შავი ყუთის გაშფვრის შემდეგ ალაპარაკდა.
აუდიოჩანაწერები აჩვენებს, რომ კაბინაში მყოფმა ლუბიცმა იქ შესასვლელი პაროლი შეცვალა და თვითმფირნავის დაშვების ბრძანების ღილაკს დააჭირა. ჩანაწერების მიხედვით, კაბინიდან გასულმა პილოტმა უკან დაბრუნება ვერ მოახერხა, რადგან კარები ჩაკეტილი იყო. პილოტი კარებზე ჯერ მშვიდად აკაკუნებს, შემდეგ უფრო და უფრო ძლიერად უტყამს, თუმცა შიგნიდან პასუხი არ ისმის. გარდა ამისა, ჩანაწერებზე პილოტის სუნთქვა და გაფრთხილების ხმა ისმის, რომელიც მიწასთან სიახლოვეს მიუთითებს.
გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის ანდრეას ლუბიცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, ძლიერი დეპრესიით იტანჯებოდა და 6 წლის წინ ფსიქიატრთანაც მკურნალობდა.
ლუბიცის ყოფილი საცოლის განცხადებით კი, მას ისტორიაში შესვლა და ისეთი რამის გაკეთება სურდა, რომ ყველას დამახსოვრებოდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლუფთანზაში“ იცოდნენ, რომ „ეარბასA320-ის“ გამიზნულად ჩამოგდებაში ეჭვმიტანილი პილოტი, ანდრეას ლუბიცი რამდენიმე წლის წინ დეპრესიით იტანჯებოდა. ხოლო თავად ლუბიცი ექიმებს უმალავდა, რომ პილოტობას განაგრძობდა.
დღეს დილით, მარსელის პროკურორის მიერ გაავრცელებული ინფორმაციით, ლუბიცს ავიაკატასტროფა წინასწარ განზრახული არ ჰქონდა, მას მხოლოდ თვითმფრინავის განადგურება სურდა და არა მგზავრების დახოცვა.
დამხმარე მფრინავის ქმედებების მოტივის დადგენას გამოძიება ამ დრომდე ცდილობს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






