პროკურატურის განცხადება ბაჩო ახალაიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმებაზე
სამართალი - 16:43, 02 Apr, 2015     1869

მთავარი პროკურატურა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ბრალდებულების - ბაჩანა ახალაიას, მეგის ქარდავას და ნიკოლოზ ძიმცეიშვილის სისხლის სამართლის საქმის განხილვა. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე 2014 წლის 05 ივლისის განჩინებით, ბრალდებულ ბაჩანა ახალაიას აღკვეთის ღონიძიების სახით შეფარდებული ჰქონდა პატიმრობა. ვინაიდან ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა ერთ სისხლის სამართლის საქმეზე არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლის მიერ აღკვეთის ღონისძიება გაუქმდა.

გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ მიუხედავად ამ სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გაუქმებისა, ბაჩანა ახალაია რჩება პატიმრობაში, რადგან იგი მსჯავრდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე და იხდის საპატიმრო სასჯელს. მას თავისუფლების აღკვეთა მისჯილი აქვს ე.წ. ,,ნავთლუღის სპეცოპერაციის’’ საქმეზე 2014 წლის 22 ოქტომბერს გამოტანილი განაჩენით. აღნიშნულ საქმეზე ბაჩანა ახალაიას ბრალი დაედო ორ ეპიზოდში: ციხეში პატიმართა წამებასა და სანდრო გირგვლიანის საქმეზე გასამართლებული პირებისათვის, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, კომფორტული პირობების შექმნაში. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილით, 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის და სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით ბაჩანა ახალაიას საბოლოოდ განესაზღვრა თვისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვის ვადით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ე.წ. ჯაშუშების საქმეზე ბაჩო ახალაია სასამართლომ გაათავისუფლა. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახდა 9-თვიანი ვადა, რომელიც პატიმრობაში მყოფ ბაჩო ახალაიას 5 აპრილს ეწურებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42