რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ყირიმის დასაცავად, რუსეთი დასავლეთს ბირთვული იარაღით არ დამუქრებია.
„ეს არის კლასიკური მაგალითი იმ ისტერიისა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართ გრძელდება. ისინი, კონკრეტული ინფორმაციის ინტერპრეტაციას ახდენენ და შემდეგ თავად ეშინიათ იმის, რასაც წერენ“ - განაცხადა პესკოვმა.
სკანდალური ინფორმაცია, ბრიტანულმა „თაიმსმა“ გაავრცელა. რედაქციის თანახმად, მარტის შუა რიცხვებში გერმანიაში, რუსული და ამერიკული დაზვერვის წარმოადგენლების საიდუმლო შეხვედრა გაიმართა, სადაც რუსული მხარე ყირიმის დასაცავად, დასავლეთს ბირთვული იარაღის გამოყენებით დაემუქრა.
ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეზე, მედია მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც ტელეეკრანზე ვლადიმერ პუტინის დაკვეთით გადაღებული დოკუმენტური ფილმი, „ყირიმი, გზა სამშობლოსკენ“ გამოჩნდა. ფილმში, პუტინი აღნიშნავს, რომ იმ შემთვევაში თუ ყირიმის რუს მოსახლეობას საფრთხე დაემუქრებოდა, რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლლად მზად იყო.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






