კენიის ჩრდილოეთ ნაწილში, სომალის საზღვართან ახლოს, ქალაქ გარისას უნივერსიტეტის კომპლექსზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, სომალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ალ-შაბაბმა“ აიღო.
დაჯგუფების წევრის განცხადებით, კენია სომალისთან ომის მდგომარეობაში იმყოფება,შესაბამისად ბევრი სომალელი იღუპება. ის კი, ვინც „ალ-შაბაბის“ წინააღმდეგ გამოდის, ყველა უნდა დაიხოცოს.
შეგახსენებთ, დღეს დილით, გარისას უნივერისტეტს შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს, რომლებმაც მძევლად სტუდენტები აიყვანეს.
რამდენიმე სტუდენტმა ტყვეობიდან თავის დაღწევა და გაქცევა შეძლო.
პოლიციამ ერთერთი თავდამსხმელის დაკავება მაშინ შეძო, როცა ის დაცვის კორდონის დარღვევას ცდილობდა.
თვითმხილვევლთა განცხადებით, შენობაში კვამლი შენიშნეს, გაისმა სროლის ხმაც. არიან დაჭრილები და გარდაცვლილები.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა.
უნივერსიტეტთან პოლიციისა და სასწრაფო დამხარების მანქანებია მობილიზებული. ისინი მძევლების გათავისუფლებას ამ დრომდე ცდილობენ.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






