მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის ყოფილი უფროსი ჯოკია ბოდიკია გეგმავს, რომ საქმის არსებით განხილვაზე დუმილი დაარღვიოს. ამის შესახებ ბოდოკიას ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა საქალაქო სასამართლოში განაცხადა. კონკრეტულად რაზე ისაუბრებს ბოდოკია, უცნობია.
ყავლაშვილის თქმით, დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს დააყენებს, თუმცა მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე შუამდგომლობის დაყენება ვერ მოხერხდება.
რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, ადვოკატის თქმით, დღეს სადაო მტკიცებულებათა ჩამონათვალი გაირკვევა, ასევე რიგი შუამდგომლობების დაყენება იგეგმება.
„ჯოკია ბოდოკიას პოზიცია არ შეცვლილა. დუმილის უფლებას კვლავ ინარჩუნებს, თუმცა, საქმის არსებითი განხილვისას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილს დაარღვევს“, - აცხადებს ადვოკატი.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯოკია ბოდოკიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა იმართება. მოსამართლემ დღეს უნდა გადაწყვიტოს საქმის არსებითი განხილვის დაწყების თარიღი.
მერიის ზედამხედველობის აპარატის უფროსს დიდი ოდენობისთ ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ, საუბარია 180 ათას დოლარზე, აქედან გამოძიების მტკიცებით მან 50 ათასი დოლარი წინასწარ აიღო.
მასალის გამოყენების პირობები






