აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელს, ბობ მემენდესს კორუფციაში ედება ბრალი.
სენატორს, მისი მეგობრის, დემოკრატიული პარტიის სპონსორის, ოფთალმოლოგ სალომონ ლეგენის სასარგებლოდ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებაში ადანაშაულებენ. სავარუდოდ, ლეგენის ლიბირებისთვის, მემენდესი მისგან ძვირადღირებულ საჩუქრებს, მათ შორის თვითმფრინავის ბილეთებსაც იღებდა.
სენატორმა, ექიმის კერძო თვითმფრინავით უფასოდ მგზავრობის ფაქტი დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ მგზავრობის საფასური მოგვიანებით დაფარა.
ბობ მემენდესი მის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. სენატორი, ირანისა და კუბის მიმართ არსებული პოლიტიკის გამო, ბარაკ ობამას პოლიტიკას ხშირად აკრიტიკებდა.
ბობ მენენდესის განცხადებით, ის უდანაშაულოა და თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






