ციროზით დაავადებულ 15 წლის გოგონას ღვიძლი საკუთარმა მამიდაშვილმა მისცა. დონორის და რეციპიენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის გადატანილი რთული ოპერაციის შესაბამისია, პაციენტებმა ინტენსიური თერაპიის განყოფილება დღეს დატოვეს და ორივე მათგანი თავს კარგად გრძნობს.
ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი საქართველოში პირველი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც ქართველმა ექიმებმა ღვიძლის გადანერგვის პირველი წარმატებული ოპერაცია განახორციელეს. 2014 წლის 14 დეკემბერს დონორმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ღვიძლის ნაწილი საკუთარ დას, ტატიანა მეგრელიშვილს გადაუნერგა. 4 თვის განმავლობაში, ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ღვიძლის გადანერგვის სამი ოპერაცია ჩატარდა და სამივე წარმატებით დასრულდა.
საქართველოში ღვიძლის დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობა საკმაოდ მაღალია და ყოველწლიურად ტრანსპლანტაცია 30-40 ადამიანს ესაჭიროება, ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ღვიზლის გადანერგვა პაციენტების რიგითობის მიხედვით ხორციელდება და თვეში მინიმუმ ერთი ოპერაცია ჩატარდება.
აღნიშნული სამედიცინო სერვისი საქართველოში ახალი დანერგილია და ამ პროექტისთვის „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ 2 წლის განმავლობაში ემზადებოდა.
მასალის გამოყენების პირობები