თბილისის მერიის ჯანდაცვის სამსახურმა 485493 ლარის სამკურნალო ხარჯები დააფინანსა
ჯანმრთელობა - 11:17, 02 Apr, 2015     1892
მოქალაქეებისთვის აუცილებელი სხვადასხვა საჭიროებების დასაფინანსებლად, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა მიმდინარე კვირას 485 493 ლარის დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო. აქედან, საქართველოში სამკურნალოდ 365 644 ლარი, ხოლო საზღვარგარეთ სამკურნალოდ - 119 849 ლარი გაიცა.

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის სამედიცინო და სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის კომისიამ შესული 273 განცხადებიდან 227 მოთხოვნა ნაწილობრივ, ან სრულად დააფინანსა. აქედან 16 განაცხადი საზღვარგარეთის კლინიკებში სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას ეხება.

დაავადებათა კლასის მიხედვით, მოთხოვნებიდან ყველაზე დიდი მაჩვენებელი ავთვისებიან სიმსივნეებზე მოდის - 106, აქედან 89 შემთხვევა ნაწილობრივ ან სრულად დაფინანსდა და 214 ათას 739 ლარი გაიცა. მომდევნო ადგილზეა სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები - 45 მოთხოვნა, საიდანაც ნაწილობრივ ან სრულად დაფინანსდა - 32 და გაიცა 61 ათას 228 ლარი, მესამე ადგილზე ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემადგენელი ქსოვილების დაავადებებია - 35 მოთხოვნა, ნაწილობრივ ან სრულად დაფინანსდა 32 განაცხადი და 48 ათას 778 ლარი გაიცა.

კომისიის მიერ განხილული მოთხოვნებიდან ნაწილობრივ, ან სრულად დაფინანსდა: 105 ოპერაციიდან - 88; მედიკამენტებზე 80 მოთხოვნიდან - 65; ამბულატორიულ მომსახურებაზე - 14, სხივური თერაპიაზე - 14 მოთხოვნიდან - 11.

კომისია მოქალაქეთა მოთხოვნებს „სხვა სოციალური დახმარების ღონისძიებების“ პროგრამის ფარგლებში აფინანსებს. პროგრამის 2015 წლის ბიუჯეტი 15 000 000 ლარია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42