საგამოძიებო სამსახურმა მოქმედი ვეტექიმები დააკავა
სამართალი - 10:40, 02 Apr, 2015     2041

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებისა და ყალბი ბეჭდის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, მოქმედი ვეტექიმები ხვიჩა ბიჭიაშვილი და მამუკა მჟავანაძე დააკავა.

დადგენილია, რომ ბრალდებულებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ყალბი მონაცემები შეჰქონდათ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარულ მოწმობა - ფორმა N2-ებში, რასაც ადასტურებდნენ სამსახურებრივი ბეჭდებით და ასაღებდნენ სასაკლაოს გვერდის ავლით დაკლული, გაურკვეველი წარმოშობის ხორცით ბაზარში მოვაჭრე პირებზე. გარდა ამისა, ბრალდებულები ხორცს ამოწმებდნენ ყალბი ბეჭდით. შესაბამისად, ვეტერინარულად შეუმოწმებელი, გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ხვდებოდა საქართველოში მოქმედ ხორცპროდუქტების სავაჭრო ქსელში.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 221-ე და 362 მუხლით, სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ექვს წლამდე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42