მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობას ეხმაურება და ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებას აღნიშნულ საქმეზე საკმაოდ დიდი ინფორმაცია აქვს მოპოვებული
ამის შესახებ შოთაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
„საქმეზე ჩატარებულია ძალიან ბევრი საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგადაც გამოძიებამ დიდი ინფორმაცია მოიპოვა. უკვე ვიცით თუ სად უნდა ვეძებოთ შესაბამისი მოწმეები და მტკიცებულებები. საგამოძიებო მოქმედებები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარებს“, - აღნიშნა შოთაძე და მედიას და საზოგადოებას მოთმინებისკენ მოუწოდებს.
„მოუწოდებს საზოგადოებას თუ რაიმე იცის ამ შემთხვევის შესახებ, გვერდზე გადადოს ქართული მენტალიტეტი და დარეკოს პროკურატურაში“, - განაცხადა შოთაძემ.
მთავარი პროკურორის მოადგილეს არ დაუკონრეტებია დაიკითხებიან თუ არა საქმეზე ზვიად ჯანყარაშვილი და გია უდესიანი.
ბესიკ ხარძიანს 28 მარტს საკუთარ სახლთან ესროლეს. ის მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს. ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრხა მკვლელობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






