რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ზაურ დადაევსა და ტამერლან ესკერხანოვს, სასურველი ჩვენების მისაღებად აწამებდნენ. ამის შესახებ განცხადება, წამების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის თავმჯდომარემ სერგეი ბაბინეცმა გააკეთა.
მისი თქმით, დადაევმა კომიტეტს საჩივრით მიმართა, რომ სამი დღის განმავლობაში სარდაფში ჰყავდათ დამწყვდეული და ელექტროშოკით აწამეს, ხოლო ესკერხანოვი კი სცემეს.
შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი, 27 თებერვალს კრემლთან ახლოს ხიდზე მოკლეს. პოლიციამ, მკვლელობაში ეჭვმიტანილი 5 ადამიანი დააკავა. ერთერთმა ეჭვმიტანილმა, ზაურ დადაევმა აღიარებითი ჩვენებაც მისცა და განაცხდა, რომ ნემცოვი მუჰამედ წინასწარმეტყველის შესახებ ნეგატიური განცხადებების გაკეთებისა და "შარლი ებდო-ს" კარიკატურების მხარდაჭერის გამო მოკლა. მოგვიანებით, მან ჩვენება შეცვალა და დანაშაულში მონაწილეობა უარყო.
რამდენიმე წუთის წინ, რუსეთის საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების მიხედვით კი, ზაურ დადაევმა და ჰაზმატ ბახაევმა აღიარებითი ჩვენებები მისცეს, რომლითაც ნემცოვის მკვლელობაში მონაწილეობა აღიარეს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






