მე–10 კლასელ გამომგონებლებზე, ირაკლი კაპანაძესა და კარლო ხუციშვილზე რამდენიმე დღეა სრულიად საქართველო ალაპარაკდა.
16 წლის ახალციხელი მოსწავლეების გამოგონებით ნასას ინოვაციების ცენტრი დაინტერესდა.
გამომგონებლები მალე აშშ–ში გაემგზავრებიან და საკუთარ ნამუშევარს ნასას სამეცნიერო ცენტრში თავად წარადგენენ. მათ უკვე მიიღეს მიწვევა ფლორიდაში ნასას ინოვაციების სამიტზე, სამიტი 9–11 აპრილს NASA-ს კენედის კოსმოსურ ცენტრში ჩატარდება.
ბიჭების გამოგონება „მულტიკლიმატიზატორი“ ატმოსფეროს ტენიანობას, წნევას და ტემპერატურას ზომავს. ხელსაწყო რამდენიმე დღით ადრე ამინდის და წვიმის პროგნოზირების საშუალებას იძლევა. ეს მონაცემები შეიძლება მომხმარებელს კომპიუტერულ მოწყობილობაზე ან მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გადაეცეს.
ხელსაწყო, რომელიც მე-10 კლასის მოსწავლეებმა გამოიგონეს ფერმერებს მოსავლის გადარჩენაში დაეხმარებათ. ასევე მსურველებს დაეხმაებათ მიწის მაქსიმალური პროდუქტიულობის განსაზღვრასა და ნიადაგის ოპტიმალურ გამოყენებაში. ბიჭებს მოწყობილობის შექმნის იდეა კახეთში მოსული სეტყვის შემდეგ გაუჩნდათ, რომელმაც მოსახლეობას დიდი ზარალი მიაყენა.
მასალის გამოყენების პირობები






