ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ექვსეულის შეხვედრები, შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში 2 კვირაზე მეტია გრძელდება.
აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთისა და ჩინეთის დელეგაციები ირანთან ბირთვული პროგრამის შეზღუდვასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევას ცდილობენ, სანაცვლოდ კი დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გაუქმებას სთავაზობენ.
მოლაპარაკებების ვადა გუშინ ამოიწურა, თუმცა შეხვედრები კვლავ გრძელდება.
მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები თეირანს ახალი ბირთვული იარაღის შექმნაში ადანაშაულებენ. ირანის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ბირთვული პროგრამა მშვიდობიან ხასიათს ატარებს და მის საომარი მიზნით გამოყენებას არ აპირებს.
მხარეებმა შეთანხმებას ივნისამდე უნდა მიაღწიონ. ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას, სწორედ ივნისში უნდა მოეწეროს ხელი.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






