მძევლად აყვანილი თურქი პროკურორი დაიღუპა
მსოფლიო - 10:11, 01 Apr, 2015     5339

თურქი პროკურორი, მეჰმედ სელიმ კირაზი, რომელიც გუშინ სტამბოლის სასამართლოში ორმა შეიარაღებულმა პირმა მძევლად აიყვანა, სპეცოპერაციის დროს დაიჭრა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ლიკვიდირებულია ორივე თავდამსხმელიც.

მეჰმედ სელიმ კირაზი, 2013 წელს, ანტისამთავრობო გამოსვლების დროს დაღუპული ბერკინ ელვანის საქმეს იძიებდა, რომელიც 269 დღიანი კომის შემდეგ, გასული წლის მარტში გარდაიცვალა და რომლის მკვლელობასაც პოლიციელს აბრალებენ. თავდამსხმელები, რომლებიც მემარცხენე რადიკალური მარქსისტული დაჯგუფების წევრები იყვნენ, დამნაშავე პოლიციელის დასჯას ითხოვდნენ და ხელისუფლებას მოთხოვნის შესასრულებლად რამდენიმე საათი მისცეს.

სტამბოლის პროკურატურის განცხადებით, თავდამსხმელებთან მოლაპარაკებები 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და შეთანხმებასაც მიაღწიეს, თუმცა სასამართლოს შენობიდან სროლის ხმა გაისმა, რის გამოც სპეცოპერაციის დაწყება გახდა აუცილებელი.

შეგახსენებთ, 2013 წელს, ანტისამთავრობო აქციის დროს, ბერკინ ელვანს, პოლიციელის მიერ ნასროლი ცრემლსადენი გაზის ავზი თავში მაშინ მოხვდა, როცა სახლიდან მაღაზიაში პურის საყიდლად მიდიოდა. რის შედეგადაც, 15 წლის ბიჭი 9 თვის განმავლობაში კომაში იყო, ხოლო 2014 წლის მარტში კი გარდაიცვალა.


ხატია ლაღიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42