თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლის სასამართლოში შეიარაღებულმა პირებმა პროკურორი მძევლად აიყვანეს.
მეჰმეთ სელიმ კირაზი, 2013 წელს, ანტისამთავრობო გამოსვლების დროს დაღუპული ბერკინ ელვანის საქმეს იძიებდა, რომელიც 269 დღიანი კომის შემდეგ, გასული წლის მარტში გარდაიცვალა და რომლის მკვლელობასაც პოლიციელს აბრალებენ.
გარდაცვლილი ბიჭის მამამ პროკურორის გათავისუფლება ითხოვა.
„ჩემი შვილი მკვდარია. არ მინდა კიდევ ვინმე დაიღუპოს. უფლება მიეცით წავიდეს“ - განაცხადა მან .
გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლო დარბაზში სროლის ხმაც გაისმა.
შეიარაღებული პირები, ბიჭის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციელის დაკავებას ითხოვენ და ხელისუფლებას, მოთხოვნების შესარულებლად დრო, ადგილობრივი დროით 15:35 საათამდე მისცეს.
მათ მოთხოვნების სიაც გამოქავეყნეს, რომლის მიხედვიდაც დამნაშავე ოფიცერმა დანაშაული ტელევიზიით უნდა აღიაროს და ის , არა სახელმწიფო სასამართლომ, არამედ ხალხმა უნდა გაასამართლოს.
სასამართლოს შენობა სამართალდამცავებს აქვთ ბლოკირებული.
შეგახსენებთ, 2013 წელს, ანტისამთავრობო აქციის დროს, ბერკინ ელვანს, პოლიციელის მიერ ნასროლი ცრემლსადენი გაზის ავზი თავში მაშინ მოხვდა, როცა სახლიდან მაღაზიაში პურის საყიდლად მიდიოდა. რის შედეგადაც, 15 წლის ბიჭი 9 თვის განმავლობაში კომაში იყო, ხოლო 2014 წლის მარტში კი გარდაიცვალა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






