საუდის არაბეთმა იემენის პორტების ბლოკირება მოახდინა.
სამხედრო ძალების მეთაურის განცხადებით, პორტების ბლოკირება ამბოხებული შიიტი ჰუსიტებისთვის იარაღით მომარაგებისთვის ხელისშეშლას ისახავს მიზნად.
მასშტაბური სამხედრო ოპერაცია საუდის არაბეთმა იემენში რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ოპერაციას სპარსეთის ყურის 9 ქვეყანა შეუერთდა.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 2011 წელს იემენში ხელისუფლება შეიცვალა, ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება.
ყოფილი პრეზიდენტი, სალეჰი, ანტისამთავრობო გამოსვლების გამო გადადგა. სწორედ მას უჭერენ შიიტ ჰუსიტები მხარს. ამბოხებულებმა სექტემბერში დედაქალაქ სანაას დაკავება შეძლეს. მოქმედი პრეზიდენტი, მანსურ ჰადი იძულებული გახდა ქალაქ ადენში გადასულიყო და ის ქვეყნის დროებით დედაქალაქად გამოეცხადებინა. თუმცა, ამბოხებულებმა გუშინ ადესაც შეუტიეს და სამხედრო ბაზა დაიკავეს. რის შემდეგაც, გავრცელდა ინფორმაცია , რომ პრეზიდენტმა ჰადიმ ქვეყანა დატოვა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






