ოზურგეთში ადგილობრივი სპორტსკოლის კალათბურთელი დაჭრეს
სამართალი - 15:57, 31 Mar, 2015     1719

ოზურგეთში ადგილობრივი სპორტსკოლის კალათბურთელი დაჭრეს. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, 29 მარტს მოხდა.

დაზარალებულის ბებიას, ეთერ ჯინჭარაძის ინფორმაციით, ინცინდენტამდე რამდენიმე წუთით ადრე ანზორი სახლში იყო და კომპიუტერთან მუშაობდა, თუმცა ამ დროს მას ტელეფონით დაუკავშირდნენ.

"მითხრა, მალე მოვალო და რომ შემოვიდა სულ გასისხლიანებული იყო, მეზობლად მცხოვრებ ექთანს დავუძახე და საავადმყოფოში გადავიყვანეთ", -იხსენებს ბებია.

დაჭრილი ახალგაზრდა ოზურგეთის სამიდიცინო ცენტრშია გადაყვანილი, სადაც მას ოპერაცია გაუკეთდა. 16 წლის ახალგაზრდას ჭრილობა გულკერდის წინა ზედაპირზე აქვს მიყენებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარება ამ ეტაპზე სტაბილურია და ის პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.

დაშავებულმა თავდაპირველად მომხდარი ფაქტი დამალა და განაცხადა, რომ შუშაზე დაეცა.

როგორც „ნიუპოსტს“ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრში განუცხადეს, დაჭრილი ანზორ ჯინჭარაძე ოზურგეთის არც ერთი საჯარო სკოლის მოსწავლე არ არის და ის სავარაუდოდ კოლეჯ „ჰორიზონტის" სტუდენტად ითვლება.

კოლეჯის ხელმძღვანელი ნანა ჯოლია კი გვეუბნება, რომ კონკრეტული სახელი და გვარი მათ ბაზაში არ იძებნება, აქედან გამომდინარე ის „ჰორიზონტის" სტუდენტი არ არის.

თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ჯინჭარაძემ ოზურგეთის სასულიერო გიმნაზიის რვაწლედი დაასრულა და ამჟამად ოზურგეთის სპორტსკოლის შემადგენლობაში საქართველოს ბავშვთა ლიგაზე გამოდის.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად კი პროკურატურის პრესცენტრთან გადაგვამისამართეს, საიდანაც კონკრეტული ინფორმაციას ამ დრომდე ველოდებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42