ნატოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სარდალი ევროპაში, გენერალი უესლი კლარკი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში, პრორუსული სეპარატისტები, უკრაინაში ახალი აგრესიის განხორციელებას გეგმავენ.
მისი თქმით, ის რაც ახლა ხდება, მომავალი დესტაბილიზაციისთვის მზადებაა.
„ ახლანდელი მდგომარეობა შემდეგი შეტევისთვის მზადებას ჰგავს. არ გამოვრიცხავ, ეს მართლმადიდებლური აღდგომის შემდეგ, 9 მაისამდე მოხდეს“ - განაცხადა კლარკმა.
გენერლის თქმით, რუსეთის მიზანი, უკრაინის რუსეთის ორბიტაზე მოქცევაა, რის განსახორციელებლად პუტინს 4 გეგმა აქვს: ტერორიზმი, არარეგულარული შეიარაღებული ძალები, რუსეთის სამშვიდობო ძალები და სიტუაციის დეესლკალაცია.
მისივე თქმით, პუტინის გეგმები უკრაინის მასშტაბებს სცდება. გენერლის განცხადებით, რუსული აგრესია მხოლოდ უკრაინის ტერიტორიით არ შემოიფარგლება და მოსკოვის მთავრი სამიზნე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მთავრობები იქნება.
უესლი კარკი, უკრაინისთვის ლეტალური იარაღის გადაცემის ინიციატივითაც გამოდის.
„ჩვენ უნდა მოვამზადოთ ლეტალური თავდაცვითი დახმარება , რათა რუსეთმა დაინახოს, რომ მორიგი აგრესიის შემთხვევაში, უკრაინა თავდაცვას შეძლებს“- აღნიშნა კლარკმა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






