მოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის ადვოკატმა იმ სამოქალაქე საქმეებზე ისაუბრა, რომელზეც ის სასამართლოში დაობდა.
ლაურა კობალაძის თქმით, სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით ხარძიანი კმაყოფილი იყო და მას ადვოკატებისთვის მუქარის შესახებ არაფერი უთქვამს.
„არაფერი მუქარაზე არ უთქვამს. რომ ყოილიყო გვეტყოდა. არასოდეს შეშინებული არ ყოფილა, პირიქით, ძალიან ოპტიმისტურად იყო განწყობილი. აღფრთოვანებული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით და ამბობდა, რომ ამ გადაწყვეტილებამ სიცოცხლის ხალისი დამუბრუნაო“, - განაცხადა კობალაძემ.
ბესიკ ხარძიანს 28 მარტს საკუთარ სახლთან ესროლეს. ის მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს. ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრხა მკვლელობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






