„ფეისბუკის“ დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი კომპანიის ახალი შენობის ფოტოს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ახალი გარემო, თანამშრომლების კომფორტს, მეტ კომუნიკაციასა და იდეების გენერირებას შეუწყობს ხელს.
„ფეისბუკის“ ახლი შენობის სახურავზე, რომელიც კალიფორნიაში, მენლო პარკში მდებარეობს, ბაღია განთავსებული.
"თანამშრომლები, ერთ ოთახში არ უნდა ჩაიკეტნონ. მათ სივრცე, თანამშრომლობა, თავისუფლება სჭირდებათ. ჩვენ მისია, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილის ერთმანეთთან დაკავშირებაა. ამისთვის კი ჯანსაღი გონება და საკუთარი თავის მსოფლიოს ნაწილად აღქმაა საჭირო. ახალი გარემო, ჩვენი თანამშრომლების უშრეტი იდეების წყარო გახდება" - განაცხადა ცუკერბერგმა.
კომფორტისა და თანამედროვე ინტერიერის დეფიციტს, "ფეისბუკის" კომპანიას არასოდეს განიცდიდა. ამ ყველაფერს უკვე სარეკრეაცოი ზონა მიემატა.
ახალი იდეების შესაქმენლად იდეალური გარემო მზად არის. კომპანია სასიამოვნო სიახლეების მომხმარებლის გაოცებას, მომავალშიც გეგმავს.









მასალის გამოყენების პირობები






