შსს-ს დელეგაცია ლიტვის შსს-ს ეწვია
სამართალი - 12:12, 31 Mar, 2015     1719

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის პოლკოვნიკი ივანე პაპიაშვილი, ამავე დეპარტამენტის საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თანამშრომლობის ცენტრის უფროსი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ლევან ჩიკვაიძე და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი მიხეილ ძაგნიძე ოფიციალური ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკის შსს-ს პოლიციას ეწვივნენ.

ოფიციალური შეხვედრების დროს ქართულ დელეგაციას ლიტვის რესპუბლიკის პოლიციის გენერალური კომისარი ლინას პერნავასი, მისი მოადგილე ედვარდას შილერისი, კრიმინალური პოლიციის ბიუროს უფროსი როლანდას კიშკისი, მისი მოადგილეები ანჯეუს როგინსკისი და არტურას ბაზისი მასპინძლობდნენ.

ვიზიტის მიზანია ლიტვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციის მიერ ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე გატარებული რეფორმების გამოცდილების გაზიარება, შემდგომში საუკეთესო პრაქტიკის საქართველოში დანერგვის მიზნით, ასევე, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და არალეგალური მიგრაციის პრევენციის მიმართულებით საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება. 2015 წლის 14 იანვრიდან ძალაში შევიდა „საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ 2013 წლის 26 სექტემბერს ხელმოწერილი შეთანხმება. შესაბამისად, აღნიშნული ვიზიტი შეთანხმების იმპლემენტაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42