Tbilisi Fashion Week - ის სიახლეები
შოუ ბიზნესი - 11:14, 31 Mar, 2015     2885

ოცამდე ქართველი დიზაინერი, ახალი კოლექციები, ცნობილი ფოტოხელოვანები, უცხოელი ბაიერები და საერთაშორისო პრესის წარმომადგენლები, - თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორები არაჩვეულებრივ სანახაობას გვპირდებიან. თაკო ჩხეიძის განცხადებით ისინი ყოველ წელს მაქსიმუმს აკეთებენ და შედეგიც არ აყოვნებს.

Tbilisi Fashion Week - ი ღონისძიება, რომელსაც ყველა ელოდება 16-19 აპრილს გაიმართება. როგორც ყოველთვის ამჯერადაც ახალი ლოკაცია შეირჩა. მე-11 სეზონს, რომელსაც ჰონდას ცენტრი თბილისი წარმოადგენს, „ივერია ჯგუფის“ საღონისძიებო ფართი დაეთმობა.


დიზაინერები

გიორგი შაღაშვილი, დალოოდი, ატელიე კიკალა, აკა ნანიტაშვილი, ანუკი არეშიძე, ლელა ელოშვილი, მარიამ გვასალია, MACH & MACH, დიანა ქვარიანი, ნინო ბაბუხადია, თაკო მექვაბიძე, გიორგი ქებურია და წინა სეზონის გამარჯვებული დამწყები დიზაინერი სალი ფანგანი. მოდის სახლი „მატერია“ კი ორ დიზაინერს წარმოადგენს - ლექსო ახალკაციშვილი და ლიკუნა ჩიტაია ცალ-ცალკე ჩვენებას გამართავენ. კვირეულზე ასევე წარდგება უკრაინელი დიზაინერი იულია როგალსკაია.

მოდის მოყვარულები ცნობილი დიზაინერების ნამუშევრებთან ერთად ახალ სახეებსა და მათ ნამუშევრებსაც ელიან. ამ მხრივ მოდის კვირეულმა ნამდვილად გაამართლა რადგან ბევრი კარგი აღმოჩენა გაკეთდა. ჩვენებების

პარალელურად იგივე შენობაში განთავსდება დიდი შოუ რუმი, რომელიც კიდევ უფრო მეტ დიზაინერს მისცემს შესაძლებლობას წარმოაჩინონ სეზონური კოლექციები, ასევე აქსესუარები და ფეხსაცმელი. შოუ რუმის კარი ღია იქნება ყველასათვის ყოველ დღე 12 საათიდან.

კვირეულის ფარგლებში რამდენიმე არტ ღონისძიებაც გაიმართება: ART BEAT წარმოადგენს ახალგაზრდა ხელოვანს ნიკა სახანბერიძეს. ვარდების მოედანზე განთავსდება დიდი კონტეინერი, რომელშიც მისი ნამუშევრების ექსპოზიცია გაიმართება;

თბილისის ფოტო ფესტივალის მხარდაჭერით 16 აპრილს MOMA-ში ცნობილი ფრანგი ფოტოხელოვანის გრეგუარ ელუას ექსკლუზიური გამოფენა გაიხსნება, ხოლო თავად ფოტოგრაფი თბილისს 20 აპრილს ეწვევა და მასტერკლასსაც გამართავს

თბილისს ეწვევა რუსეთის L’Officiel-ის მთავარი რედაქტორი ქსენია სობჩაკი. საქართველოში პირველად ჩამოვლენ VOGUE იტალიას ფოტოგრაფი და ოპერატორი, რომლებიც ქართულ მოდას ფოტო და ვიდეო მასალში ასახავენ;

სპეციალურად Style.com-თვის იმუშავებს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო Street Style ფოტოგრაფი ადამ კაცი; თბილისში ჩამოვა უკრაინის მერსედეს ბენცის მოდის დღეების დამფუძნებელი დარია შაპოვალოვა, რომელიც სხვა და სხვა საერთაშორისო გამოცემისთვის მოამზადებს მასალას, მათ შორის Style.com-თვის. ქართული მოდა ასევე გაშუქდება ყაზახეთის ELLE-ში, აზერბაიჯანულ NARGIS-ში, რუსულ INTERVIEW-სა და სხვა გამოცემებში.

ჩვენებებს შორის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ შოუ-რუმი, განიტვირთონ ლაუნჯში და დააგემოვნონ უგემრიელესი „რაფაელო“, რომელიც კვირეულის სპონსორია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42