ავსტრალიის ხელისუფლებამ ქყვენის ყველა ავიაკომპანიას წესები გაუმკაცრა. ახალი რეგულაციების მიხედვით, თუკი თვითმფრინავის ბორტზე 50-ზე მეტი მგზავრი იმყოფება, პილოტს კაბინაში მარტო დარჩენის უფლება აღარ ექნება.
წესი, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ფრენებზე ვრცელდება.
ავსტრალიის ხელისუფლებამ გადაწვეტილება, კანადის, ახალი ზელანდიისა და ევროპის რამდენიმე ქვეყნის მსგავსად, საფრანგეთის ალპებში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად მიიღო, რომელსაც 150 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შავი ყუთის გაშიფვრის შედეგად არსებობს ეჭვი, რომ დამხმარე პილოტმა, ანდრეას ლუბიცმა კაბინიდან გასულ მთავარ პილოტს კარი ჩაუკეტა, იქ შესვლის უფლება აღარ მისცა და თვითმფრინავი გამიზნულად ჩამოაგდო.
გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის ანდრეას ლუბიცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, ძლიერი დეპრესიით იტანჯებოდა და 6 წლის წინ ფსიქიატრთანაც მკურნალობდა.
ლუბიცის ყოფილი საცოლის განცხადებით კი, მას ისტორიაში შესვლა და ისეთი რამის გაკეთება სურდა, რომ ყველას დამახსოვრებოდა.
დამხმარე მფრინავის ქმედებების მოტივის დადგენას გამოძიება ამ დრომდე ცდილობს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






