იაპონიის პრემიერ-მინისტრი, სინძო აბე მოსკოვში, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას არ დაესწრება.
ამის შესახებ , გამოცემა „სანკეი“ წერს.
რედაქციის თქმით, აშშ-ის, გერმანიისა და საფრანგეთისა საფრანგეთის ლიდერების მსგავსად, იაპონია ფაშიზმზე გამარჯვების აღნიშვნის ზეიმს არ შეუერთება. მიზეზად კი კურილიის საკითხთან დაკავშირებით რუსეთთა არსებული დავა სახელდება. იაპონია კურილიის კუნძულებს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. მიუხედავად ამისა, ორ ქვეყანას შორის სადავო კუნძულებთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება ან სამშვიდობო ხელშეკრულება არ მიუღია.
შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესიის გამო, მოსკოვში ჩასვლაზე უარი ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, დოლად ტუსკმა, გერმანიის კანცლერმა - ანგელა მერკელმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კემერონმა, ფინეთის, სლოვაკეთის, პოლონეთის, ლატვიისა და ლიტვის პრეზიდენტებმაც განაცხადეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ღონისძიებაზე დასწრების თანხმობა ბელორუსიის პრეზიდენტმა, ალექსანდ ლუკაშენკომ და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადეს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






