10:27 აპარატში ხდება დაფიქსირება რომ ფრენის სიმაღლე 11 600 მეტრია. მთავარი პილოტი ლუბიტცს სთხოვს დუსელდორფში დაშვებისთვს მოემზადოს. ისმის ნაწყვეტი სიტვები ”ვიმედოვნებ” ”ვნახოთ”
10:28 ანდრეა ლუბიტცი ეუბნება მთავარ პილოტს, რომ მას შეუძლია საპირფარეშოში გავიდეს. მთავარი პილოტი ეთანხმება და ლუბიტცს ეუბნება, რომ დროებით მას შეუძლია მიიღოს ბრძანებები. ისმის სავარძლის ბრუნვის ხმა, კარის დახურვის ხმა. მეთაური გავიდა კაბინიდან. ანდრეა ლუბიტცი მარტოა კაბინაში.
10:29 მოწყობილობა იწყებს დაშვებას- აღნიშნავს "Bild"
10:32 საფრანგეთის საჰაერო მიმოსვლის კონტროლიორები ცდილობენ დაუკავშირდნენ თვითმფრინავს, თუმცა უშედეგოდ. ამავდროულად თვითმფრინავში განგაშის სიგნალი ისმის. ცოტა ხანში ისმის ძლიერი ტკაცუნის ხმა, თითქოს ვიღაც ცდლობს კაბინაში შემოსვლას. შემდეგ მეთაურის ხმა ”ღვთის გულისთვის, გააღე კარი” ამ ფონზე უკვე გაისმის მგზავრების ყვირილი.
10:35 მთავარი პილოტი ცდილობს ძალით გააღოს კარი ნაჯახისმაგვარი ხელსაწყოთი. ისმის მეტალზე დარტყმის ხმები.
10:36 ახალი განგაშის სიგნალი. სიმაღლე მხოლოდ 5000 მეტრია დარჩენილი. ისმის მეთაურის ყვირილი ”გააღე ეს დაწყევლილი კარი!”
10:40 თვითმფრინავი ეჯახება მთას. მგზავრები ყვირიან. ეს არის უკანასკნელი ხმები, რომელიც კატასტროფამდე დაფიქსირდა.
საფრანგეთში მომხდარ ავიაკატასტროფას 150 ადამიანი, მათ შორის 16 ბავშვი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები






