"მინდა მივმართო მთავრობას, უკაცრავად, მაგრამ ამიტომ აგირჩიეთ, რომ ეს ნაცმოძრაობის თარეში კიდევ გაგრძელებულიყო საქართველოში? ამას მოველოდით? ხან ვაზგაშვილი ააფეთქეს გუშინ ბესო მოკლეს. დღეს გამოდის ნატო უდესიანი ვიღაც უსახო ადამიანი, როგორც მისი ძმა ბესო ხარძიანი, რომელსაც მილიონები აქვს წაღებული და იმალება. ბესოს ხარძიანის კუბოში წოლა ჯობია უდესიანის ასეთ დამალვას,"- აცხადებს ჟუნრალისტებთან საუბრისას ქეთევან დავლიანიძე.
ბიზნესმენი ბესო ხარძიანი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მას უცნობი პიროვნება, რომელიც ადგილზე მოტოციკლით იყო მისული, სადარბაზოში შეჰყვა და 4 ტყვია ესროლა, ხარძიანი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
მოკლული ბიზნესმენის ახლობლები გია უდესიანს ეჭვმიტანილად ასახელებენ. შეგახსენებთ, რომ გია უდესიანი სასამართლოში ხარძიანის მოდავეა. ამ დროისთვის უდესიანი საქართველოში არ იმყოფება. ბრალდებების შესახებ უდესიანმა საგანგებო განცხადება გააკეთა და ხარძიანები მის მიართ წაყენებულ ცრუ ბრალდებაში დაადანაშაულა.
მასალის გამოყენების პირობები






