ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობას პროკურატურა იძიებს
სამართალი - 16:13, 28 Mar, 2015     1860
ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება პროკურატურამ დაიწყო. როგორც ,,ნიუპოსტს“ პროკურატურაში განუცხადეს, საქმე აღძრულია 19,108-ე მუხლით, რომელიც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ გადაეცა საქმე გამოძიებისთვის შს სამინისტროს, ამასთან დაკავშირებით ,,ნიუპოსტს“ პროკურატურის პრესცენტრში განუცხადეს, რომ გამოძიება ბიზნესმენის მკვლელობასთან დაკავშირებით თავიდანვე პროკურატურამ დაიწყო, რადან საქმეზე აღძრული მუხლი პროკურტურის ქვემდებარეა.

ხარძიანის გარდაცვალების შემდეგ, ძიება საქმეზე სავარაუდოდ, 108-ე მუხლით გაგრძელდება, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ბიზნესმენს ბესო ხარძიანს რომელსაც გახმაურებული საქმეები უკავშირდება, საცხოვრებელ სახლთან, შატბერაშვილის ქუჩაზე უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. გავრცელებული ინფორმაციით ხარძიანს ორი ტყვია აქვს მოხვედრილი თავსა და ფერდში. დაუდასტურებელი ინფორმაციით ბიზნესმენს საკუთარ სახლთან მოტოციკლეტისტმა ესროლა. ბესო ხარძიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული 4 ჭრილობის შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა. "ოპერაცია ვერ მოასწრეს ექიმებმა. სამწუხაროდ ვერაფერი ვერ ვქენით და ის ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული 4 ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა",-განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42