,,პოლიციის მიერ ,,მიშას გზის“ წევრების დაკავება კანონდარღვევა იყო“ - ირაკლი კობიძე
სამართალი - 19:12, 27 Mar, 2015     2628
პოლიტიკური დევნა და არა ადმინსიტრაციულ სამართალდარღვევასთან კანონიერი რეაგირება - ასე აფასებს ,,რეფორმატორთა კლუბის" სამართლის ექსპერტი ირაკლი კობიძე გუშინ გვიან ღამით „საქართველოს აზერბაიჯანელ სტუდენტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის და საქართველოს აზერბაიჯანელთა ორგანიზაცია „მიშას გზა“-ს დამფუძნებელი სამირა ისმაილოვასა და მასთან ერთად 5 ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდის დააკავების ფაქტს.

,,ნიუპოსტთან“ საუბარში ექსპერტი განამრტავს, რომ მსგავსი ტიპის ადმინისტრაციული დარღვევისთვის რეაგირება კანონის მიხედვით უნდა განახორციელონ თბილისი მერიის შესაბმისმა სამსახურებმა და არა პოლიციამ იმ მეთოდებით, როგორსაც აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის შემთხვევაში ჰქონდა ადგილი, კერძოდ მათი გადაყვანა პოლიციის განყოფილებაში და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა.

,,რაიმე სახის წარწერის გაკეთება მიწისქვეშა გადასასვლელზე, არ აქვს მნიშვნელობა მის შინაარსს, არის ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსის 150-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელიც მაქსიმუმ ითვალისწინებს 50-ლარიან ჯარიმას. ამ სამართალდარღვევის თაობაზე რეაგირების მოხდენა, კანონმდებლობის შესაბმისად, დაკისრებული აქვს შესაბამის ადგილობრივ თვითმმართველობას. ანუ აღნიშნული დაღვევისთვის დაჯარიმება შეუძლია მხოლოდ თბილისი მერიის შესაბამის სამსახურებს. შემდგომში ამას განიხილავს სასამართლო, შეუფარდებს თუ არა ჯარიმას კონკრეტულ ადამიანს, მაგრამ სამირა ისმაილოვასა და ამ ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის - ,,მიშას გზა“ შემთხვევაში საქმე გაქვს სხვა რამესთან“ - ამბობს ექსპერტი და ორგანიზაციის ოპოზიციურ განწყობაზე მიუთითებს. კობიძე ვარაუდობს, რომ პოლიცია ორგანიზაციის წევრებს უთვალთვალებდა.

ირაკლი კობიძე მიიჩნევს, რომ ეს იყო არა რეაგირება ჩვეულებრივ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, არამედ ეს იყო გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა.

,,კედლებზე გაკეთებული წარწერა არის იმდენად გავრცელებული სამართალდარღვევა, რომ თუ რამე განსაკუთრებულს ადგილი არ აქვს თბილისის მერია მასზე რეაგირებას არ ახდენს. სახელმწიფო ამას არ და ვერც აქცევს ყურადღებას, გამომდინარე მისი მასობრივი ხასიათისა. ყველანი დავდივართ თბილისის ქუჩებში და მოწმე ვართ იმდენი წარწერების, რომ არავის გვსმენია იმის თაობაზე, რომ ვინმე დადიოდეს ქალაქის მერიიდან, როგორც ეს კანონში წერია, და ახორციელებდეს წარწერის გამკეთებელი პირების 50 ლარით დაჯარიმებას. აქ საქმე გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელიც უკავშირდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სახელს და რამდენადაც ირკვევა, მათ მიმართ რეაგირებას მიმართა არა თბილისის მერიამ, არამედ პოლიციამ, მეორეს მხრივ, როცა პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ამ ადამიანებისთვის თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვას, მათ გადაყვანას ერთი ადგილიდან მეორე ადგილას კანონის საწინააღმდეგოდ, მათთვის ტელეფონების ჩამორთმევას, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს წინასწარ უთვალთვალებდნენ, როგორც კი ნახა პოლიციამ რომ ისინი არღვევდნენ კანონს, უკანონოდ ჩაერია და პოლიციის მხრიდან რეაგირება განხორციელდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ხელისუფლებისა და პოლიციისთვის იყო მიუღებელი მისი პოლიტიკური შინაარსიდან გამომდინარე.

ნაცვლად იმისა, რომ ადგილზე შეიძლებოდა ოქმის დაწერა და შემდგომში სასამართლოში შუამდგომლობის შეტანა მათ მიმართ 50-ლარიანი ჯარმის შეფარდებაზე, ადგნენ და ეს ხალხი მოიტაცეს. მე რომ ჩემი სახელი და გვარი დავწერო, ამაზე ალბათ არავინ დამაჯარიმებს და დიდხანს დარჩება კედლზე, მაგრამ ვინაიდან ესენი არიან ოპოზიციურად განწყობილი და მათი წარწერა იყო დაკავშირებული ყოფილი პრეზიდენტის სახელთან, ამდენად მათ მიმართ ასე მყისიერად უფლების დარღვევა, ნიშნავს პოლიტიკურ დევნას და არა ადმინსიტრაციულ სამართალდარღვევასთან კანონიერ რეაგირებას“ - აცხადებს ექსპერტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42