პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის გარდაცვალებაში პოლონეთმა რუსი დისპეტჩერები დაადანაშაულა.
პოლონეთის სამხედრო პროკურატურამ, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფასა და პრეზიდენტის დაღუპვაში, ბრალი ორ რუს დისპეტჩერს წაუყენა.
„რუსი დისპეტჩერების გაუფრთხილებლობამ, უბედური შემთხვევის ინიცირება გამოიწვია. მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება" - განაცხადა სამხედრო პროკურატურის ხელმძღვანელმა, მარჩინ მაკსიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
სახელმწიფო საავიაციო კომიტეტის ანგარიშის მიხედვით, ტექნიკურმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ავიაკატასტროფა, არა ეკიპაჟის უშუალო შეცდომით, არამედ სისტემური მიზეზით - დისპეტჩერებს უპასუხისმგებლობითა და მათ მიერ ეკიპაჟის წევრების არასრული ინფორმირების გამო მოხდა.
მათ, ცუდი ამინდის პირობებში ხილვადობის დონე სათანადოდ ვერ შეაფასეს. რამაც, ეკიპაჟის შეცდომაში შეყვანა და მეორე წრეზე მანევრის დაწყების დაგვიანება გამოიწვია.
ბრალდება 8 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ, პოლონეთის ხელისუფლებამ რუსეთს თვითმფრინავის ნამსხვრევების გადაცემის მოთხოვნით მიმართა. თუმცა, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, სანამ გამოძებასთან დაკავშირებული პროცედურები არ დასრულდება, ნამსხვრევების გადაცემა ვერ მოხერდება.
2010 წლის აპრილში, სმოლენსკთან თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, უკრაინის პრეზიდენტი, ლეხ კაჩინსკი და მისი 100 თანმხლები პირი დაიღუპა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






