,,მიშას გზა" - რატომ დააკავა შსს-მ „საქართველოს აზერბაიჯანელ სტუდენტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე
სამართალი - 14:45, 27 Mar, 2015     3111
გუშინ გვიან ღამით „საქართველოს აზერბაიჯანელ სტუდენტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე და საქართველოს აზერბაიჯანელთა ორგანიზაცია „მიშას გზა“-ს დამფუძნებელი სამირა ისმაილოვა და მასთან ერთად 5 ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდა დააკავეს.

როგორც სამირა ისმაილოვა „ნიუპოსტთან“ საუბარში აცხადებს, მათი დაკავება მას შემდეგ მოხდა რაც მათ ვაკეში მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში პულივიზატორით წარწერები გააკეთეს - „მიშას გზა“. ისმაილოვას თქმით წარწერების გაკეთების მომენტში მათთან არავინ მისულა, მხოლოდ მანქანაში ჩასხომის შემდეგ მივიდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟ. ,,მიზეზიც არ უთქვამთ გაჩერების, სხვადასხვა საკითხზე გველაპარაკებოდნენ. ამასობაში დაახოებით 10 საპატრულო ეკიპაჟი მოვიდა, ჩამოგვართვეს საბუთები, გადაამოწმეს შესაბამისად" - აცხადებს ისმაილოვა. მისი თქმით, მანამდე უცნობი ავტომანქანა მათ რუსთაველის გამზრიზე მდებარე ოფისიდან უთვალთვალებდა, რომელიც გადაადგილების მომენტში თან დაჰყვებოდა. ისამილოვა ამბობს, რომ დაკავებისას მათ ჩამოართვეს პულივიზატორები და ტელეფონები, ჩასვეს მანქანაში და შსს-ში წაიყვანეს. სამირა ისმაილოივას მომხდარი შემთხვევის გამო ხელწერილი საპატრულო მანქანაშივე დააწერინეს. სადაც მან აღწერა თუ რა ფერის პულივიზატორები გამოიყენეს და რა შინაარსის წარწერები გააკეთეს აღნიშნულ ტერიტორიაზე. ხელწერილის კიდევ ერთხელ დაწერა სამირა ისმაილოვას შემდეგ უკვე შსს-ს შენობაში მოთხოვეს, მიზეზად კი პირველი ხელწერილის გაუგებარი კალიგრაფიით დაწერა დასახელდა.

„ტელეფონებიც ჩამოგვრათვეს და დარეკვის უფლებაც არ მოგვცეს მათ შორის სახალხო დამცველის ოფისში, მაშინ როცა გვეუბნებოდნენ რომ აუცლებლად დაგვარეკინებდნენ. სულ გვეკითხებოდნენ, რა პოლიტიკური მოტივით ვაკეთებდით ამ წარწერას და რა მოთხოვნები გვქონდა ხელისუფლებასთან, რაზეც ჩვენ ვუპასუხეთ, რომ ეს უბრალოდ ჩვენი ორგანიზაციის დასახელებაა და მეტი არაფერი“- აცხადებს ისმაილოვა.

მისი თქმით, პოლიციამ მანქანიდან სააკასვილის მისალოცი ბარათები ამოიღო, სადაც ყოფილი პრეზიდენტი აზერბაიჯანულ მოსახლობას ნოვრუზ-ბაირამს ულოცავდა, ,,ეს ყველაფერი ჩამოგვრათვეს და წაიღეს, ვერ ვხვდები რატომ? მანქანაში იყო სხვა პულივიზატორებიც, თუმცა ეს ნივთები თან არავის არ გვქონია, ხოლო პოლიცია ცდილობდა ვინმეს დაეწერა, რომ ეს ნივთებით თან გვქონდა, თუმცა ეს არავინ არ დაუდასტურა მათ, რადგან რეალურად ის ნივთები თან არ გვქონია" - აცხადებს სამირა ისმაილოვა.

როგორც ისმაილოვა აღნიშნავს ის და მისი მეუღლე სხვა დაკავებულებთან შედარებით ადრე გაათავისუფლეს, დანარჩენი 4 დაკავებულის გათავისუფლება მხოლოდ მაშინ მოხდა, რაც შსს-ში სახალხო დამცველის წარმომადგენელი მივიდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42