გერმანიის პოლიციის განცხადებით, მათ „ჯერმანვინგსის“ თვითმფრინავის გამიზნულად ჩამოგდებაში ეჭვმიტანილი პილოტის სახლი გაჩხრიკეს და მნიშნელოვანი დეტალები აღმოაჩინეს.
ჩხრეკა 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამოღებულია პილოტის კომპიუტერი და დოკუმენტები, თუმცა რა ინფორმაციას შეიცავს აღნიშნული მასალები, ჯერჯერობით უცნობია.
გამომძიებლების განცხადებით, მოპოვებულმა ინფორმაციამ, შესაძლოა ავიაკატასტროფის გარემოებებს ნათელი მოჰფინოს.
შეგახსენებთ, საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში ავიაკომპანია "ჯერმანვინგის" კუთვნილმა თვითმფრინავმა კატასტროფა გუშინწინ განიცადა. თვითმფრინავი, Airbus A320, რომელიც ბარსელონადან დიუსელდორფის მიმართულებით მიფრინავდა, ზემო პროვანსის ალპების ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ბორტზე 15 ქვეყნის მოქალაქე 150 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.
მარსელის პროკურორის, ბრის რობენის განცხადებით, საფრანგეთის ალპებში ჩამოვარდნილი „ეარბას A-320 -ის“ დამხმარე პილოტს - ანდრეას ლუბიცს თვითმფრინავის განადგურება სურდა. ამის შესახებ. შავი ყუთის გაშიფვრისას აღმოჩენილი აუდიოჩანაწერები მეტყველებს.
პროკურორის განცხადებით, ჩანაწერები აჩვენებს, რომ კაბინაში მყოფმა ლუბიცმა კაბინაში შესასვლელი პაროლი შეცვალა და თვითმფირნავის დაშვების ბრძანების ღილაკს დააჭირა. მისივე თქმით, კაბინიდან გასულმა პილოტმა უკან დაბრუნება ვერ მოახერხა, რადგან კარები ჩაკეტილი იყო. აუდიო ჩანაწერებით მოპოვებული ინფორმაციით, პილოტი კარებზე ჯერ მშვიდად აკაკუნებს, შემდეგ უფრო და უფრო ძლიერად უტყამს, თუმცა შიგნიდან პასუხი არ ისმის. გარდა ამისა, ჩანაწერებზე პილოტის სუნთქვა და გაფრთხილების ხმა ისმის, რომელიც მიწასთან სიახლოვეს მიუთითებს.
საფრანგეთის ოფიციალური პორების განცხადებით, ავიაკატასტროფის გამომწვევ ნებისმიერ მიზეზს, მათ შორის ტერაქტის ვერსიასაც განიხილავენ.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






