ნემცოვის მკვლელობის ახალმა მოწმემ შესაძლოა გამოძიების მიმართულება შეცვალოს
მსოფლიო - 11:21, 27 Mar, 2015     2918


რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობის გამოძიებაში ახალი დეტალები გამოიკვეთა.

გამოცემა „კომერსანტის“ ინფორმაციით, საქმეში ახალი მოწმე გამოჩნდა.

27 წლის ვინმე ევგენის ჩვენების მიხედვით, ბორის ნემცოვის მკვლელის აღწერილობა ოპოზიციონერის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ზაურ დადაევის გარეგნობას არ ემთხვევა.

გარდა ამისა, მისივე თქმით, უკრაინელი მოდელი ანა დურეცკაია მკვლელობის ერთადერთი მოწმე არ იყო. ოპოზიციონერზე თავდასხმის მომენტში, მასთან ორი ქალი მივიდა, რომლებაც რაღაც უთხრეს და მაშინვე გაუჩინარდნენ.

მოწმის თქმით, ქილერი შემთხვევის ადგილიდან თეთრი მანქანით, სავარაუდოდ "პრიორით" მიიმალა.

„კომერსანტის“ ინფორმაციით, მომწეს ყურსასმენები ეკეთა და ტელეფონს უყურებდა, სწორედ ამიტომ მან სროლის ხმა ვერ გაიგო, თუმცა, როდესაც ხიდზე მწოლიარე მამაკაცი დაინახა, მის დახმარებლად მივიდა.

„დავინახე, როგორ ჩაჯდა მანქანაში ახალგაზრა, საშუალო სიმაღლის, გამხდარი მამაკაცი თეთრი ფერის მანქანაში. ხიდის მოაჯირთან გოგონა იდგა, ხიდზე კი კაცი იწვა. როცა მივუახლოვდი, ის ცოცხალი იყო, ამიტომ ვიფიქრე, რომ მამაკაცი უბრალოდ დათვრა, მაგრამ უეცრად მის სხეულზე სისხლის ნაკვალევი შევნიშნე. შევეცადე დავხმარებოდი და თავი ავუწიე. თუმცა ის უკვე გარდაცვლილი აღმოჩნდა“ - წერს „კომერსანტი“ წყაროზე დაყრდნობით.

შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი, 27 თებერვალს კრემლთან ახლოს ხიდზე მოკლეს. პოლიციამ, მკვლელობაში ეჭვმიტანილი 5 ადამიანი დააკავა. ერთერთმა ეჭვმიტანილმა, ზაურ დადაევმა აღიარებითი ჩვენებაც მისცა და განაცხდა, რომ ნემცოვი მუჰამედ წინასწარმეტყველის შესახებ ნეგატიური განცხადებების გაკეთებისა და "შარლი ებდო-ს" კარიკატურების მხარდაჭერის გამო მოკლა.


ხატია ლაღიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42