,,ეკონომიკაში დღეს და უახლოეს პერიოდში აპოკალიფსის მოლოდინი გადაჭარბებულია"
პოზიცია - 18:55, 05 Feb, 2013     1280


_ ბატონო ლევან, როგორ ფიქრობთ, რამდენად დამაჯერებლად წარდგა საქართველოს პრემიერი ჟურნალისტების წინაშე?

_ ივანიშვილი განაგრძობს საჯარო სივრცეში შემოსვლასა და დამკვიდრებას, რასაც ბუნებრივია თან ახლავს ხარვეზებიც და შეცდომებიც. მოხარული ვიქნები, თუკი მოკლე დროში ვიხილავ ჩემი ქვეყნის პრემიერს, უკვე ერთიან, ფასეულობებით გაერთიანებულ მყარ გუნდთან, მდგრად სისტემასთან თუ დასაბუთებულ, გრძელვადიან პროგრამასთან ერთად.

_ პრემიერი შეეხო ჯანმრთელობის დაზღვევის საკითხს, ამ სფეროში მომხდარი ახალი ინიციატივები რამდენად დროული და ეფექტური იქნება?

 

_ პრემიერი შეეხო ახალ რეალობებში სადაზღვევო კომპანიების, სადაზღვევო ბაზრის პერსპექტივას. სამწუხაროა, რომ მცირე დრო დაეთმო ამ საფრთხილო საკითხს და ისიც არცთუ დადებით, იმედისმომცემ კონტექსტში. საქართველოს მთავრობას გაცხადებული აქვს, რომ სოციალური სფეროს რეფორმირების საბოლოო მიზნად კერძო, სადაზღვევო პრინციპზე დაფუძნებული საპენსიო სისტემის შექმნას ისახავს; მთავრობას ისიც გაცხადებული აქვს, რომ აგრარული სფეროს რეფორმის მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება სხვადასხვა რისკების მართვა სადაზღვევო სისტემაზე გადასვლით - ანუ პრემიერის და სამთავრობო გუნდის მიზანია ჯანმრთელობის დაცვის, საპენსიო უზრუნველყოფისა და სოფლის მეურნეობის სფეროების სადაზღვევო სისტემაზე დაფუძნება. სადაზღვევო სისტემაზე გადასვლა სადაზღვევო კომპანიების გარეშე რომ შეუძლებელია მარტივი ჭეშმარიტებაა. სწორედ ამის გათვალისწინებით, მთავრობას მოუწევს საზღვევო ბაზართან თანამშრომლობის, ორმხრივი ინტერესების პატივისცემისა და გათვალისწინების გზით სიარული. აქვე ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჰოსპიტალური თუ პირველადი ჯანდაცვის ბევრი ობიექტი უკვე არის სადაზღვევო კომპანიების კონტროლქვეშ, შესაბამისად, ძნელი არ უნდა იყოს იმის ვარაუდი, რომ სადაზღვევო კომპანიები შეეცდებიან ჯანდაცვის საბიუჯეტო პროგრამებიდან დაკარგული შემოსავლების კომპენსაცია მოახდინონ სწორედ ამ ჰოსპიტალური დაწესებულებების სერვისების გაძვირებით - იმ „სახელმწიფო სადაზღვევო ფონდიდან“ თანხები ხომ სწორედ ჰოსპიტალებსა თუ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში უნდა წარიმართოს.

_ რამდენად დამაჯერებელი იყო თქვენთვის პრემიერის მხრიდან იმის მტკიცება, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, რომლის პარალელურადაც ქვეყანაში განვითარების ახალ ეტაპზე გადავდივართ?

_ სამართლიანობის აღდგენა ჯერ ისევ რჩება და ალბათ დარჩება საზოგადოების წუხილისა თუ მოლოდინის უმთავრეს საგნად. ამ თემას რამდენჯერმე შეეხო პრემიერიც, მან გარკვეულწილად განმარტა კიდეც სამართლიანობის მთავრობისეული გაგება: პოლიტიკური ოპონენტები უწოდებენ დაჭერებს, მაგრამ ჩვენ ვუწოდებთ და ეს არის სამართლიანობის აღდგენა - ასეთია პრემიერის განმარტების პერიფრაზი. მედიისთვის ერთი თვალის გადავლებაც კმარა იმისათვის, რომ დავინახოთ განსხვავება სამართლიანობის გაგებაში. საზოგადოება არა მხოლოდ ოქტომბრამდე არსებული მანკიერი პრაქტიკისა თუ უკანონობის შეწყვეტას, არამედ გამართლებას, უფლებრივ თუ ქონებრივ რესტიტუციას ელის - ეს კი პარლამენტისა და მთავრობისათვის არ არის მარტივად დასაძლევი ტვირთი, ამისთვის მხოლოდ გამოძიებითა და ამნისტიის გზით სიარული არ არის საკმარისი. სხვათაშორის სამართლიანობა არ არის მხოლოდ საზოგადოების მოლოდინი, ეს ბიზნესისა და ინვესტორების დაკვირვების საგანიც არის, შესაბამისად არასწორად გადადგმულმა ნაბიჯებმა, არასაკმარისმა თუ არაადექვატურმა გადაწყვეტილებებმა, აგრეთვე ბუნდოვანმა განმარტებებმა გავლენა შეიძლება ეკონომიკაზეც იქონიოს.



_ კონკრეტულად რა ეკონომიკურ ძვრებზე დაინახეთ პოზიტიური სიგნალები პრემიერის მხრიდან?

_ პრესკონფერენციაზე ეკონომიკასა და ინვესტიციებზე საუბარი ვერ იქნებოდა საგნობრივი, რადგან შედეგების, განჭვრეტადი შედეგების თვალსაზრისით მთავრობას არ ჰქონდა საკმარისი დრო, ახალი წლის დაწყებიდან და ახალი ბიუჯეტის ამოქმედებიდან ჯერ მხოლოდ 1 თვეა გასული, წინა წლის ბიუჯეტი კი ახალი მთავრობის არც ავტორობით შექმნილა და ბოლო 2 თვის მართვაც პრაქტიკულად ინერციით წარიმართა - ასე რომ შედეგებისა და მიღწევების მოლოდინი გადაჭარბებულია. ამ ეტაპისათვის საუკეთესო ინდიკატორი უცხოელი ინვესტიციების მოზიდვისათვის ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მდგრადი ტენდენციების წარმოჩენა იქნებოდა, მაგალითად საბანკო საიდუმლოების მყარი საკანონმდებლო გარანტიების შექმნა თუ აღდგენა, ანდაც შრომის კანონმდებლობა, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებსაც შეესაბამება, ბიზნესისთვისაც და მოსახლეობისათვისაც ოპტიმალურია.



_ პრემიერმა ბრძანა, რომ ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა. იყო თუ არა მისი ეს ნათქვამი იმის დასტური, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა" იტყუება და ქვეყანაში საგანგაშო ვითარება ეკონომიკის კუთხით არ არის?

_ პრესკონფერენციაზე ერთ-ერთ შედეგად თუ ინდიკატორად წარმოჩინდა ბიუჯეტის შესრულება. ერთი თვე ბიუჯეტის შესრულებისთვის არ არის საკმარისი დრო, მითუმეტეს რომ ბიუჯეტი არ არის მხოლოდ გადასახადების აკრეფა, აქ არის სხვა შემოსულობები, ინვესტიციები, გრანტები, კრედიტები, მათი მომსახურების თანხები, ვალდებულებები თუ სხვა საპროგრამო ინდიკატორები, რომელთა გაწერილი პარამეტრების მიღწევა შეიძლება ჩაითვალოს ბიუჯეტის შესრულებად. ვფიქრობ ამ შემთხვევაში იგულისხმებოდა სწორედ მხოლოდ გადასახადების აკრეფის გეგმის შესრულება, ამ მხრივ კი წლის დასაწყისი პრობლემური არასოდეს ყოფილა უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში. ალბათ აქვე უნდა შევეხოთ ეკონომიკაში არსებული მდგომარეობის შესახებ ყოფილი პრემიერის უკანასკნელი პერიოდის შეფასებებსაც - ორივე მხარე, ოპონენტები იშველიებდნენ სხვადასხვა სტატისტიკურ, მაკროეკონომიკურ მონაცემებსა თუ კვლევას. ამ საკითხზე საგნობრივი საუბარი ხანგრძლივ დროს და მიზნობრივ აუდიტორიას მოითხოვს, მოსახლეობისათვის კი ერთ-ერთი საუკეთესო ინდიკატორი, რომლითაც მას შეუძლია თავისი აზრი იქონიოს ქვეყნის ეკონომიკაზე, არის ბანკებსა თუ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებზე გამოკრული ქართული ლარის გაცვლითი კურსი. მართალია ეს არ არის ერთადერთი და საკმარისი მაკროეკონომიკური მდგომარეობის დიაგნოსტირებისათვის, მაგრამ იმ დასკვნის საშუალებას ნამდვილად იძლევა რომ ჩვენს ეკონომიკაში დღეს და უახლოეს პერიოდში აპოკალიფსის მოლოდინი გადაჭარბებულია.



_ რაც შეეხება სამ ახალ საინვესტიციო ფონდს, რამდენად არსებობს შესაძლებლობა, რომ ამ ფონდებმა პრივილეგირებულთა მოთხოვნები არ შეასრულოს და იქნება თუ არა ის მორგებული რიგითი ადამიანის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე?

_ პრესკონფერენციაზე მოვისმინეთ 3 ფონდის შექმნისა თუ აგროსესხების თაობაზე, ესეც საფრთხილო საკითხებია. არსებული გამოცდილების გადახედვის, ხანგრძლივი საჯარო განსჯისა და გონივრული გადაწყვეტილებების გარეშე, შესაძლოა დაშვებულმა შეცდომებმა გრძელვადიან პერსპექტივაში მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს. ,,შეგახსენებთ, რომ ანალოგიური ინსტიტუტები თუ ინსტრუმენტები წინა პერიოდებშიც გვინახავს, მხედველობაში მაქვს თუნდაც იაფი კრედიტის პროგრამა, სოფლის დახმარების პროგრამა თუ პრემიერ გურგენიძის ინიციატივით შექმნილი 2 ფონდი - თუ სწორედ მახსოვს: მომავალი თაობების, აგრეთვე სტაბილური განვითარების ფონდები; მითუმეტეს, რომ წინა შემთხვევაში ამ ყველაფერს მოჰყვა ცვლილებები კანონმდებლობაში და მაინც ვერ აღმოჩნდა სიცოცხლისუნარიანი.

 

ჟანა ასანიძე

ნიუპოსტი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42