თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატებსა და პროკურორს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ადგილზე საქმის პროკურორი ზვიად გუბელაძე ცოტა ხნის წინ მივიდა. მან ადვოკატები შოუს მოწყობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ დაცვის მხარეს სრულად გადაეცა მტკიცებულებების ის ნაწილი რომელიც საიდუმლოს არ შეიცავს. თუმცა მისივე განმარტებით, ადვოკატებს ამ მასალის გაცნობის საშუალება არ მიეცათ.
რაც შეეხება ლევან სამუშიას განცხადებას, რომ პროკურატურა მათ ცარიელს ოქმზე ხელის მოწერას სთხოვდა, გუბელაძე აბსურდს უწოდებს.
"არავითარი ცარიელი ოქმი არ ყოფილა. ჩვენ მტკიცებულებები დაცვის მხარისთვის გადაცემული გვაქვს. ბრალდების მხარე მზად არის სასამართლოში პროცესისთვის. რაც შეეხება ექსპერტიზას, ექსპერტიზა დაინიშნა ადვოკატების მიერ ჩატარებული ექსპერტიზის საფუძველზე. მათ მიერ ჩატარებული ექსპერტიზის პასუხი ჩვენთვის იყო სრულიად გაუგებარი და აბსურდული და ამის გადასამოწმებლად დავნიშნეთ ექსპერტიზა, რომელზეც ველოდებით პასუხს“, - აღნიშნა გუბელაძემ.
შეგახსენებთ, ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატების ინფორმაციით, მათ პროკურორებმა ცარიელ ოქმზე ხელის მოწერა სთხოვეს.
მასალის გამოყენების პირობები






