რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დასავლეთს რუსეთში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ პუტინმა, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, დასავლური სპეცსამსახურები ყველა ღონეს ხმარობენ იმისათვის, რომ რუსული არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიზირებული გაერთიანებები ხელისუფლების დისკრედიტაციისა და რუსეთში დესტაბილიზაციის შესაქმნელად გამოიყენონ.
მისივე თქმით, 2016-2018 წლის საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, აქციების ჩატარება უკვე დაგეგმილია.
„აქედან გამომდინარე, მთავრობა გაამკაცრებს არასამთავრობო ოგრანიზაზიების უცხოური დაფინანსების წყაროების კონტროლს. ჩვენ ყოველთვის გვქონდა და გვექნება ადექვატური პასუხი ნებისმიერ ქმედებაზე, რომელიც რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებას შეუქმნის საფრთხეს“ - განაცხადა პუტინმა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






