ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატების ინფორმაციით, მათ პროკურატურა ცარიელ ოქმზე ხელის მოწერას სთხოვდა.
ამის შესახებ ადვოკატმა ლევან სამუშიამ განაცხადა.
"გვირეკავს პროკურორი ბაჩიაშვილი და გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა გამოვცხადდეთ მათთან დაახლოებით ნახევარ საათში. ჩვენ ვუთხარითმ რომ მათთან გამოცხადების პრობლემა არ იქნებოდა, ჩავაბარებდით მტკიცებულებებს და მივიდოდით. ასევე გვითხრა, რომ ჩვენ მტკიცებულებებს ვერ გადმოგცემთ, ოქმზე მოგვიწერეთ ხელი, ვითომ მიიღეთ მტკიცებულებები. პირველ რიგში, ეს ჩვენი შეურაცხყოფაა და ეს იქნებოდა სრული უკანონობა", - განაცხადა სამუშიამ.
მათ ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოში მტკიცებულებები დატოვეს. მათი თქმით, გუშინ პროკურატურაში მტკიცებულებების მხოლოდ მცირე ნაწილი გადასცეს. ისინი ნაწილი მტკიცებულებების გადაცემას დღეს ელოდებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






